უკუსვლა FIFA-ს რეიტინგში: საქართველოს ნაკრები 96-ე ადგილზეა
Aa
Aa

უკუსვლა FIFA-ს რეიტინგში: საქართველოს ნაკრები 96-ე ადგილზეა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, FIFA-ს განახლებულ სანაკრებო რეიტინგში საქართველოს ნაკრები ხუთი საფეხურით დაქვეითდა, ვილი სანიოლის გუნდი 96-ე ადგილზეა.

საუკეთესო ასეულში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ლიბანს (97), ყირგიზეთს (98), პალესტინასა (99) და მადაგასკარს (100) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე თვეში ორი მატჩი ჩაატარა. სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი ესპანეთთან გასვლით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუშვა, რასაც ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთთან სოფიაში მარცხი მოჰყვა (4:1). საერთო ჯამში, გასულ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

FIFA-ს რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ბელგია 2. ბრაზილია 3. ინგლისი 4. საფრანგეთი 5. იტალია 6. არგენტინა 7. პორტუგალია 8. ესპანეთი 9. მექსიკა 10. დანია

ფოტო: GFF.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები