ჰატატიკომი - ტოჩინოშინის მეოთხე მარცხი აკი ბაშოზე
Aa
Aa

ჰატატიკომი - ტოჩინოშინის მეოთხე მარცხი აკი ბაშოზე

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“„აკი ბაშოს'' მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა ჩიოტარიუს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ჩვენი გოლიათი ჰატატიკომის ილეთით დამარცხდა. გამოსარჩევია,რომ ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა  დაცემის მომენტს გადახედეს და გადაწყვეტილება ისე მიიღეს.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, დღევანდელ დაპირისპირებამდე ტოჩინოშინმა და ჩიოტარიუმ 12 ბრძოლა გამართეს, სადაც ქართველ გოლიათს 9 მოგება ჰქონდა.

შეგახსენებთ, მიმიდინარე ''აკი ბაშოზე''ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი აქვს. ქართველი რიკიშის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 4 მარცხია.

''აკი ბაშოს'' მეექვსე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება. ლევან გორგაძეს ხვალინდელ მეტოქესთან ურთიერთ შეხვედრების დადებითი ბალანსი (7-1) აქვს. აღსანიშნავია,რომ იაპონელი რიკიში მიმდიანრე ბაშოზე დაუმარცხებელია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები