ულტიმატუმი - 4 მატჩში ქულაც, რომ დაიკარგოს კუმანს გაუშვებენ
Aa
Aa

ულტიმატუმი - 4 მატჩში ქულაც, რომ დაიკარგოს კუმანს გაუშვებენ

„ბაიერნთან“ მორიგი მტკივნეული მარცხის შემდეგ, რონალდ კუმანსა და კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას შორის დაძაბული საუბარი შედგა.

AS-ის ცნობით, შეხვედრას კლუბის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ და ყველა მათგანს გუშინდელ მარცხზე კრიტიკული შეფასება ჰქონდა. როგორც მოგეხსენებათ, „ბარსამ“ 2003-04 წლების შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მატჩში კარში ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო.

წყაროს ცნობით, ლაპორტამ კუმანს ულტიმატუმი წაუყენა. თუ, „ბარსა“ მომდევნო 4 მატჩიდან (გრანადა, კადისი, ლევანტე, ბენფიკა) რომელიმეში 1 ქულას მაინც დაკარგავს, ნიდერლანდელი თანამდებობას დატოვებს.

წყაროები ასევე იმასაც იუწყებიან, რომ კლუბის ხელმძღვანელობას აინტერესებს, თუ რას წარმოადგენს რეალურად ამ ფორმაციის „ბარსა“ სრული შემადგენლობით. როგორც ვიცით, კატალონიელებს „ბაიერნთან“ შეხვედრაში ფატი, აგუერო, დემბელე, ბრაითვეიტი და დესტი აკლდათ.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ლაიპციგიდან“ დანი ოლმოს შეძენას გეგმავს და საამისოდ 60 მილიონ ევროს ამზადებენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები