Aa Aa
15 სექტემბერი 2021  |  16:53

რუმენიგე: "ლევანდოვსკი რეალთან ფლირტში შემჩნეული იყო, რონალდუ ფენომენია"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე „ბარსელონა“-„ბაიერნის“ მატჩს გამოეხმაურა.

რუმენიგემ ასევე მუნდიალის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე, მიულერზე, ლევანდოვსკიზე და რონალდუს „იუნაიტედში“ დაბრუნებაზეც ისაუბრა.

„მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ ფავორიტობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ეს მხოლოდ პლეი-ოფებიდან იწყება.

ბარსა? თუ გადახედავთ მათ, როგორ მოქმედებდნენ ტაქტიკურად. მესისთან ერთად ისინი სულს დებდნენ. მათ ამჟამად რთული დრო აქვთ. ლეოს გაყიდვა მართებდათ. ლა ლიგამ მათთან ერთად ავტოგოლი გაიტანა.

მიულერი? ის თვითმოტივატორია. ძალიან დაფასებული და მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რაღაც გუნდის სულის მსგავსი. ლევანდოვსკი კი ნამდვილი გოლების მანქანაა. დიახ, ის მადრიდის რეალთან ფლირტში შემჩნეული იყო, მაგრამ მას ყოველთვის ვეუბნებოდით - „შენ შეგიძლია ჩემპიონთა ლიგა ბაიერნთან ერთად მოიგო“.

რუმენიგემ ასევე ფიფასა და არსენ ვენგერის იდეაზე ისაუბრა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებას ეხება:

„ის, რაც ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება, არის საფეხბურთო კალენდარის რაციონალიზაცია. ის ზედმეტად სავსეა! უეფას აქვს ერთა ლიგა, რომელიც ადრე არ არსებობდა. ევროპის ჩემპიონატი მეტი გუნდით და მსოფლიო ჩემპიონატი მეტი გუნდით. შესაძლოა კალენდრის ბლოკებად დაყოფა დაგვჭირდეს. მეტი ხარისხი გვჭირდება. ეს ემოციების გარეშე უნდა განვიხილოთ და შემდეგ გამოსავალი ვიპოვოთ“.

რუმენიგემ ბოლოს რონალდუს „იუნაიტედში“ დაბრუნების შესახებაც ისაუბრა:

„ის ფენომენია! 36 წლის არის და უკვე 20 წელია ასეთ დონეზე თამაშობს. მას სხეულის ზედა ნაწილი ადონისის მსგავსად აქვს. მახსოვს, როცა ერთხელ ტურინში ის კარს უკან ხელებაღმართული იდგა და მე ვკითხე: „რას აკეთებ?“ და მან მიპასუხა: „ვვარჯიშობ, რომ ჩემი მომდევნო გოლი აღვნიშნო“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში