3 ანტირეკორდი ლიგაზე - ბარსელონას საშინელი შედეგი
Aa
Aa

3 ანტირეკორდი ლიგაზე - ბარსელონას საშინელი შედეგი

 ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. კატალონიის „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. ხსენებულ დაპირისპირებაში „ბლაუგრანამ“ 3 ანტირეკორდი დაამყარა.

1 - „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ 90 წუთის განმავლობაში ზუსტად კარში ვერ დაურტყა. ეს კი ანტირეკორდია. ასეთი რამ „ბლაუგრანას“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასდროს დამართნია.

2 - „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრა წააგო. ესეც ანტირეკორდია. „ბლაუგრანა“ გასულ სეზონში ჯერ „იუვენტუსთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო შემდეგ „პარი სენ ჟერმენთან“ 1:4.

3 - ტომას მიულერმა კარიერაში „ბარსელონას“ მეშვიდე გოლი გაუტანა. ამდენი გოლი კატალონიური გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არავის გაუტანია. მიულერმა ეს ყველაფერი 6 შეხვედრაში მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ანგარიში 34-ე წუთზე ტომას მიულერმა გახსნა. მატჩი ძირითადად გერმანელთა კარნახით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში ნაგელსმანის ბიჭებმა ზეწოლა გააძლიერეს და 56-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ბარსელონა“ მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა რეალურ სახიფათო ეპიზოდთან ახლოსაც არ ყოფილა. 85-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები