ლეონარდო:
Aa
Aa

ლეონარდო: "მბაპეს გარეშე პსჟ-ს მომავალი არ წარმოგვიდგენია"

უკანასკნელ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კილიან მბაპეს საგა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო. ფრანგ სუპერვარსკვლავს მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ. „სამეფო კლუბმა“ პარიზულ გრანდს ოფიციალურადაც მიმართა, რომ შეიხებმა მადრიდული გრანდის ყველა შეთავაზება დაბლოკეს.

ამასთან დაკავშირებით, „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ისაუბრა და განაცხადა, რომ „რეალის“ შემოთავაზება საკმარისად კარგი არ იყო. ბრაზილიელის სიტყვებით ფაბრიციო რომანომ გააჟღერა.

რა თქვა ლეონარდომ?

„მადრიდელთა შემოთავაზება მბაპეს თაობაზე საკმარისად კარგი არ იყო. ახალი და სხვა წინადადება კი არ გვაქვს. ახალი კონტრაქტი? კილიანის გარეშე ჩვენი მომავალი არ წარმოგვიდგენია. არ მგონია, რომ მბაპემ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვოს.“

მბაპეს სურვილი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თავად ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ოცნება მადრიდის „რეალშია“ თამაში. მეტიც, მას შემდეგ რაც „რეალმა“ პარიზელებს ოფიციალურად მიმართა, კილიანმა ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ პასუხი, რაც შეიძლება მალე გაეცათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები