აკი ბაშო: ტოჩინოშინის მე-3 მარცხი
Aa
Aa

აკი ბაშო: ტოჩინოშინის მე-3 მარცხი

„აკი ბაშოს“ მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იყო, რომელთანაც ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

გორგაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და ცუპარებსაც იყენებდა, თუმცა მოულოდნელად, მარტივი ბიძგის შემდეგ დოჰიოდან გადავიდა. თითქოს ფეხის ტრავმამ შეაწუხა და დაწოლას ვერ გაუძლო.

ტოჩინოშინი მიოგირიუს დღევანდელ დღემდე 27-ჯერ შეხვდა, 12-ჯერ სძლია და 15-ჯერ დამარცხდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ლევანის მეტოქემ ტურნირი დამაჯერებლად დაიწყო და სამიდან სამივე ბრძოლა მოგებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ტოიჩინოშინმა პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ზედიზედ ორი ბრძოლა დათმო. ამ მომენტისთვის ქართველი რიკიშის ბალანსი 1:3-ზეა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები