გურამ კაშია :
Aa
Aa

გურამ კაშია : "ხოჭოლავამ მოსაგებად ჩამოვდივართო"

უეფას ახალი ტურნირის კონფერენს ლიგის მორიგი შეხვედრები ხვალ გაიმართება. ქართველი გულშემატკივრების ინტერესს რა თქმა უნდა „სლოვანისა“ და „კოპენჰაგენის“ მატჩი იწვევ,სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ასპარეზობენ.

სლოვაკურ კლუბში, რომელსაც ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მუშაობს გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, ხოლო დანიურ გუნდში კი დავით ხოჭოლავა.

მატჩამდე „სლოვანის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა კაშიას ინტერვიუ გამოაქვეყნა.

„დაძაბულობა იზრდება.თუ ბევრი გულშემატკივარი მოვა, ეს იქნება ფეხბურთის დღესასწაული. საშინაო გარემო შეიძლება იყოს ჩვენი უპირატესობა. რთული მატჩი გველის „კოპენჰაგენი“ ძლიერი ევროპული გუნდია,სადაც ნაკრების ფეხბურთელებიც ასპარეზობენ. ხოჭოლავას გარდა დანიურ კლუბში ჩემი მეგობარი კევინ დიქსი თამაშობს,რომელთანაც „ვიტესში“ ვასპარეზობდი. ხოჭოლავას ვესაუბრე და მან მითხრა,რომ ისინი მოსაგებად ჩამოდიან. გავაფრთხილე,რომ ჩვენც მზად ვიქნებით საბრძოლველად. ძალიან ველოდები მათთან შეხვედრას." – განაცხადა კაშიამ

აღნიშნული შეხვედრა 16 სექტემბერს თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება. ქართველი ფეხბურთელების კლუბები F ჯგუფში მოხვდნენ,სადაც მათთან ერთად „პაოკი“ და „ლინკოლნი“ არიან.

ასევე კონფერენს ლიგაზე  გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, ნიკა კაჭარავა და გიორგი ლორია იასპარეზებენ. ჩაკვეს „გენტი“ ესტონეთში „ფლორას“ დაუპირისპირდება , ხოლო დანარჩენი ქართველების „ანორთოსისი“ კი სახლში ბელგრადის „პარტიზანს“ უმასპინძლებს

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები