ხვიჩა მოედანს საგოლე გადაცემით დაუბრუნდა - რუბინმა აქტივში 3 ქულა ჩაიწერა
Aa
Aa

ხვიჩა მოედანს საგოლე გადაცემით დაუბრუნდა - რუბინმა აქტივში 3 ქულა ჩაიწერა

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში რუბინისა და ურალის მატჩი შედგა, სადაც რუბინმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (4-0).

გულშემატკივარმა მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია იხილა, რომელიც ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა და ძალიან სწრაფად, შეხვედრის მე-2 წუთზე თანაგუნდელს, დანიელ ნახევარმცველს, ანდერს დრეიერს გაატანინა, რითაც შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა (1-0). აღნიშნულ გოლს მე-13 წუთზე მეტოქის ავტოგოლი მოჰყვა (2-0),  მე-80 წუთზე, დანიელმა ნახევარმცველმა რუბინის უპირატესობა სამამდე გაზარდა (3-0), 90+1 წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიშს წერტილი მანვე დაუსვა (4-0).

აღსანიშნავია, რომ ხვიჩას შესანიშნავი საგოლე გადაცემა გამოუვიდა, ტრადიციულად, აქტიური იყო მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე კი შეცვალეს.

გასული, 7 ტურის შემდეგ, რუბინს 14 ქულა აქვს (4 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი) და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. 

ლეონიდ სლუცკის გუნდი მომდევნო მატჩს ზენიტის წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე, 20 სექტემბერს ჩაატარებს.

რაც შეეხება ხვიჩას, მიმდინარე სეზონის რუსეთის ჩემპიონატის საწყის 7 ტურში კვარაცხელიას ანგარიშზე, ჯერ-ჯერობით, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მან ტრავმამდე სამი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო მეოთხე მატჩში ცვლილებაზე შემოვიდა - რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ განმარტა, რომ ხვიჩას მიმართ მოედანზე ხშირად უხეშობენ, ამის გარდა ასეთი რეჟიმის დროს დატვირთვა დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები