Aa
Aa

"რთული თამაში გველოდება" - კუმანი ბაიერნთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. გულშემატკივრებს პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ბლაუგრანას“ თავკაცმა რონალდ კუმანმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა კუმანმა?

„სისტემაზე უფრო და ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თამაშის დაცვაა. ჩვენს ნახევარს ბურთი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ამან შეიძლება დიდი ზიანი მოგვაყენოს. ჩემი ფეხბურთელები ბურთთან ერთად გაცილებით სწრაფები არიან.

ვფიქრობ, ფიზიკურად ძალიან კარგად ვართ მზად. ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში იყვნენ გამოძახებულები დავასვენე და ახლა სათამაშოდ მზად არიან. ჩემპიონობაზე და ფავორიტობაზე საუბარი ადრეა, თუმცა მაგალითისთვის ჩელსი შესანიშნავი ვარიანტია. ისინი ფავორიტები არ იყვნენ, მაგრამ ჩემპიონები გახდნენ.

„ბაიერნი“ დიდებული გუნდია, რომელსაც დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. წინ რთული თამაში გველოდება, თუმცა სახლში ვთამაშობთ და კარგი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით.“

„ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება 14 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე გაიმართა და „რეკორდმაისტერმა“ „ბლაუგრანა“ 8:2 გაანადგურა

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები