Aa Aa
13 სექტემბერი 2021  |  16:20

"მწუხარება და იმედგაცრუება ვიგრძენი" - ნოვაკი ფინალის შემდეგ

 დანილ მედვედევმა ნოვაკ ჯოკოვიჩს "გრან სლემის" (სეზონში ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგება) შესრულების საშუალება არ მისცა და კარიერაში პირველი დიდი მუზარადის ტურნირის ჩემპიონი გახდა. რუსმა ამ უდიდეს წარმატებას მე-3 ფინალისას მიაღწია.

მედვედევი, რომელმაც წინა ფინალები ნადალთან (US Open-ზე, 2019-ში) და იმავე ჯოკოვიჩთან (AUS Open-ზე, წელს) დათმო, მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და შესანიშნავი ჩოგბურთი ითამაშა. შედეგად, ახალგაზრდა რუსმა "ნოლეს" 3 სეტში აჯობა - 6:4; 6:4; 6:4.

ფინალის დასრულების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჯოკოვიჩმა?

„მოხარული ვარ, რომ ტურნირი დასრულდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს მენტალურად და ემოციურად კარგად არ ვგრძნობ და საკმაოდ გამიჭირდა. ამავდროულად მწუხარება და იმედგაცრუება ვიგრძენი. მადლობა გულშემატკივრებს იმ განსაკუთრებული ატმოსფეროსთვის, რომელიც მათ კორტზე მომიწყვეს.

ჩემი ფეხები იქ არ იყვნენ. ვცდილობდი.. საუკეთესოს გაკეთება მინდოდა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ძალიან დაბალ დონეზე ვითამაშე. სამწუხაროდ ეს დღე ჩემთვის განკუთვნილი არ იყო. ნიუ-იორკში ვიგრძენი ისეთი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია. ეს ყველაფერი გულშემატკივრებს დამსახურებაა. არასდროს დამავიწყდებით, დიდი მადლობა.“

აღსანიშნავია, რომ ნოვაკმა მარცხი ისე მტკივნეულად მიიღო, რომ ცრემლები ვერ შეიკავა. ასეთი ფაქტი საჩოგბურთო სამყაროს იშვიათად თუ გაახსენდება. ცნობისთვის.

ამ მომენტისთვის ATP რეიტინგს 12133 ქულით კვლავ სერბი ჩოგბურთელი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე დანი მედვედევია 10553 ქულით.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში