მაია ჩიბურდანიძის თასი - ძაგნიძე და ჯოჯუა ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ
Aa
Aa

მაია ჩიბურდანიძის თასი - ძაგნიძე და ჯოჯუა ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში „მაია ჩიბურდანიძის თასი 2021“ დასრულდა. საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში 8-11 სექტემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ქალთა თანრიგში გამარჯვებული ნანა ძაგნიძე გახდა. გამარჯვებულმა 8-დან 6,5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ბელა ხოტენაშვილს ნახევარი ქულით გაუსწრო. მესამე ადგილზე კი 4,5 ნინო ხომერიკი გავიდა.

ვაჟთა შორის კი გამარჯვებადავით ჯოჯუამ მოიპოვა. მან ტურნირი მარცხის გარეშე განვლო  და 8-დან 5,5 ქულით კონკურენტებისათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.თორნიკე სანიკიძემ , ნიკოლოზ მანაგაძემ და გიგა ყუფარაძემ ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით განაწილდნენ.

 ტურნირის საპრიზო ფონდი 32 650 ლარი იყო და მასში საქართველოს ნაკრების წევრები და მოწვეული უცხოელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში მაყურებელი არ დაიშვება. აღსანიშნავია, რომ დღეიდან 16 სექტემბრის ჩათვლით თბილისში  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები