უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი - ფონდის პრეზიდენტის შეხვედრა რიჟვაძესთან
Aa
Aa

უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი - ფონდის პრეზიდენტის შეხვედრა რიჟვაძესთან

ბათუმში უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ხუთი ქვეყნის 200-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 6 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდა. საერთაშორისო ტურნირის გენერალური სპონსორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი გახლდათ.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი შალვა გოგოლაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს გააცნეს ახლად დაფუძნებული ფონდის მიზნები, ამოცანები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში, აჭარაში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების საკითხი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.

შეგახსენებთ, აღნიშნული ფონდის მიზანი საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები