ტრანსგენდერმა ქალმა MMA-ში თავისი სადებიუტო ბრძოლა მოიგო
Aa
Aa

ტრანსგენდერმა ქალმა MMA-ში თავისი სადებიუტო ბრძოლა მოიგო

ალანა მაკლაფლინი მეორე ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც აშშ-ში MMA-ს ბრძოლებში მონაწილეობა მიიღო. პარასკევს ღამით მაიამიში გამართული დაპირისპირება მან გამარჯვებით დაასრულა.

სელინ პროვოსტის წინააღმდეგ მაკლაფლინმა მახრჩობელა ილეთი გამოიყენა და მეორე რაუნდში 3 წუთისა და 32 წამის შემდეგ ბრძოლა ნაადრევად დაასრულა. პროვოსტი დანებდა.

ალანა მაკლაფლინმა სქესი 2010 წელს აშშ-ს არმიის სპეცრაზმის დატოვების შემდეგ შეიცვალა და თქვა, რომ მას იმედი ჰქონდა, საბრძოლო სპორტის სახეობებში პიონერი იქნებოდა.

„მინდა, რომ ის მანტია აღვმართო, რომელიც ფელონმა (ფელონ ფოქსი, პირველი ტრანსგენდერი MMA-ში) ჩამოაგდო. ახლა მე მის კვალს მივყვები. ამ გზაზე მე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგი და იმედი მაქვს, რომ ჩემს ნაკვალევს კიდევ ბევრი გაყვება“.

- თქვა ბრძოლის შემდეგ მაკლაფლინმა.

მაკლაფლინმა ვარჯიში ერთი წლის წინ დაიწყო და ფლორიდის შტატის კრივის კომისიამ განაცხადა, რომ მას ჰორმონების დონე შეუმოწმდა, წერს ESPN-ი.

 „პროვოსტის წინაშე პატივისცემის გარდა ვერაფერს ვგრძნობ“,

- ამბობს მაკლაფლინი, რომელსაც ბრძოლის წინ მეტოქის პოვნა ძალიან გაუჭირდა და საბოლოოდ პროვოსტისგან თანხმობა მიიღო.

მაკლაფლინი საბრძოლველად სპეციალური მაისურით წარსდგა, რომელზეც ეწერა - „დაასრულეთ ტრანს გენოციდი“.

„თუ ჩვენ გვინდა ვნახოთ მეტი ტრანს სპორტსმენი, თუ ჩვენ გვინდა ვნახოთ მეტი შესაძლებლობა ტრანს ბავშვებისთვის, ჩვენ მოგვიწევს ამ სივრცეებში გამოსვლა და ამის განხორციელება. დროა ტრანს ადამიანები იყვნენ სპორტში და იყვნენ უფრო ნორმალიზებულნი“.

- განუცხადა მაკლაფლინმა Outsports– ს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები