უვატედაშინაგე - ტოჩინოშინმა აკი ბაშო მოგებით დაიწყო
Aa
Aa

უვატედაშინაგე - ტოჩინოშინმა აკი ბაშო მოგებით დაიწყო

დღეს, ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“ „აკი ბაშო“ დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკო იყო, რომელიც უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა.

ლევან გორგაძემ ბრძოლა აქტიურად და დამაჯერებლად დაიწყო, ორმაგი მავაშიც მალევე აიღო და მეტოქის დოჰიოდან გადაყვანაც შეეძლო, თუმცა კოტოეკომ პირველ ჯერზე თავი დაიძვრინა. შემდეგ კი ტოჩინოშინმა უვატედაშინაგეს ილეთი შეასრულა და შეხვედრა დამაჯერებლად, ლამაზ სტილში მოიგო.

დღევანდელ დაპირისპირებამდე ქართველ რიკიშის კოტოეკოსთან კარიერაში სულ 4 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 3-ში მისი დამარცხება შეძლო.

ბაშოს მეორე დღეს ქართველი სუმოტორის მეტოქე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელიც მისთვის კარგად ნაცნობი მოქინააღმდეგეა. ლევანი მას აქამდე 17-ჯერ შეხვდა, 9-ჯერ დაამარცხდა და 8 ბრძოლა დათმო.

რეიტინგში მცირედით დაქვეითების შემდეგ, ტოჩინოშინი „აკი ბაშოს“ დასავლეთის მე-12 მაეგაშირას რანგში ხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირს ჯანმრთელობის პრობლემის გამო ლეგენდარული ჰაკუჰო ტოვებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები