ესპანეთის სუპერ თასი: შერმადინმა რეალს 21 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

ესპანეთის სუპერ თასი: შერმადინმა რეალს 21 ქულა ჩაუგდო

ესპანეთში საკალათბურთო სუპერ თასის ნახევარფინალი გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 70:72 დამარცხდა.

ტრადიციულად, გამორჩეული იყო და სოლიდური სტატისტიკა დააფიქსირა „ტენერიფეს“ ქართველმა ლიდერმა. შერმადინმა 25 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. 8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო გამოიყენა.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო და ამ მაჩვენებლით ქართველი შეხვედრაში საუკეთესო გახლდათ.

მადრიდელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და მათ რიგებში 15 ქულითა და 8 მოხსნით იაბუსელე გამოირჩა.

ამრიგად, სუპერ თასის ფინალში „ელ კლასიკოს“ ვიხილავთ. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ 87:68 მოუგო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები