ორი ქართველი ფინალშია ! - ინანეიშვილისა და ხარაზიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა
Aa
Aa

ორი ქართველი ფინალშია ! - ინანეიშვილისა და ხარაზიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ლუქსემბურგი მასპინძლობს. +100 კგ. წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი ოლექსი ჰალაკა იპონით დაამარცხა და ფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოჩის დაუპირისპირდება.

ამავე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი ნახევარფინალში ხსენებულ სიპოჩთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.

-100 კგ. წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძე და ილია სულამანიძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

90 კგ. წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ხარაზიშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში უნგრელი პეტერ საფრანი ვაზარით დაამარცხა და ფინალში ნიდერლანდელ რენეს ტიგოს შეხვდება.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის თორნიკე ფოლადიშვილი იბრძოლებს, რომელმაც რეპეშაჟში თურქი მეტოქე აჰმეტ ჩუჰადარის ბარიერი დაძლია და რუსეთის სახელით მოასპარეზე იხვან ედილსულთანოვს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები