ევროპის ჩემპიონატი: 5 ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: 5 ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია

ლუქსემბურგში ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს შვიდი ქართველი ვიხილეთ, რომელთაგან ექვსი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

90 კგ. კატეგორიაში კატეგორიაში ნიკოლოზ ხარაზიშვილი ნახევარფინალშია და უნგრელ მეტოქეს დაუპირისპირდება. ამავე წონაში თორნიკე ფოლადაშვილი რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება 100 კგ. წონით კატეგორიას, გამარჯვების მთავარი ფავორიტი ილია სულამანიძე და ჯაფარიძე ნახევარფინალში არიან. სულამანიძის მეტოქე რუსეთის, ხოლო ჯაფარიძის უნგრეთის წარმომადგენელი იქნება.

მძიმე წონაში კი ფინალისთვის საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. ბრინჯაოს მედლის მოპოვების რეალური შანსი გიორგი შერაზადიშვილს (81 კგ.) ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს დანიილ დრანოვსკისთან იპონით დამარცხდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები