დოპინგსკანდალი: ყაზახეთი-უკრაინის მატჩის გმირმა ტესტი ჩააგდო
Aa
Aa

დოპინგსკანდალი: ყაზახეთი-უკრაინის მატჩის გმირმა ტესტი ჩააგდო

სექტემბრის დასაწყისში სანაკრებო პაუზა იყო. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებიდან ერთ-ერთი როგორც დღეს გაირკვა სკანდალური გამოდგა. საქმე ყაზახეთისა და უკრაინის მატჩს ეხება, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

უკრაინა 2:1-ს იგებდა, თუმცა 96-ე წუთზე მასპინძლებმა რუსლან ვალიულინის გოლით წონასწორობა აღადგინეს და ქულა მოიპოვეს.

7 სექტემბერს ბოსნიელთა წინააღმდეგ ყაზახებს ვალიულინი აღარ ჰყოლიათ და როგორც დღეს გახდა ცნობილი ფეხბურთელმა დოპინგტესტი ჩააგდო.

როგორც შემდეგში გაირკვა ვალიულინმა ბოსნიასთან მატჩი სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა.

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვალიულინის დოპინგსკანდალს იგნორირება გაუკეთა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა ბოსნიასთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

რა თქმა უნდა, საქმის გამოძიება დაიწყება და ყველაფერს ნათელი მოეფინება, იქამდე კი უკრაინელ ქომაგებს აინტერესებთ რა ბედი ელის უკრაინა - ყაზახეთის მატჩის შედეგს? ყაზახთა მხრიდან ორივე გოლის ავტორი სწორედ ვალიულინი გახდა, რამაც მასპინძლებს ორი ქულა დააკარგვინა.

უკრაინელი გულშემატკივრები შეხვედრის შედეგის შეცვლას ითხოვენ და მიაჩნიათ, რომ გამარჯვებულად უკრაინა უნდა გამოცხადდეს.

რა და როგორ ხდება კანონის მიხედვით?

ის, რომ რუსლან ვალიულინმა დოპინგის ტესტი ვერ ჩააბარა, დაადასტურა მისმა კლუბმა ყაზახურმა „ტობოლმა“. სიტუაციის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს უკრაინასთან მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს?

რეგლამენტის თანახმად, ყაზახეთის ეროვნული ნაკრებისთვის ასეთი სანქციების გამოსაყენებლად აუცილებელია ორზე მეტმა მოთამაშემ ჩააბაროს დოპინგ-ტესტი. ასევე, გუნდის დისკვალიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ ტურნირზე, რომელშიც დადებითი ტესტები იქნა მიღებული.

რამდენიმე დღეში სიტუაციას ნათელი მოეფინება და შედეგებიც გვეცოდინება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები