''შემადგენლობები ჯერ არ გამოუცხადებიათ'' - ჭიდაობის ფედერაციის განცხადება
Aa
Aa

''შემადგენლობები ჯერ არ გამოუცხადებიათ'' - ჭიდაობის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელ შემადგენლობებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნული განცხადების მიხედვით სამწვრთნელო შტაბები შემადგენლობებს ოფიციალურად დაახლოებით ორ კვირაში გამოაცხადებენ.

''ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობების შესახებ.

მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი გაიმართება 2-10 ოქტომბერს და მასზე წამსვლელ სპორტსმენთა სია ოფიციალურად ჯერ არც ბერძნულ-რომაული და არც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამწვრთნელო შტაბებს არ გამოუცხადებიათ. ბერძნულ-რომაულში მსოფლიოს ჩემპიონატისწინა დასკვნითი საერთაშორისო ტურნირი რამდენიმე დღის წინ გაიმართა და შემადგენლობაც მნიშვნელოვანწილად გამოიკვეთა, თუმცა გუნდს წინ კიდევ ორი მოსამზადებელი შეკრება ელის. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კანდიდატებს კი შეკრებამდე, დღეს და ხვალ, მინსკის საერთაშორისო ტურნირი აქვთ საჭიდაო და მსოფლიოს შემადგენლობაც ამ ტურნირის შემდეგ გამოიკვეთება. ოფიციალურად კი დაახლოებით ორ კვირაში გამოცხადდება''.

შეგახსენებთ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მონაწილეთა სია გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია ზუსტი არაა და შესაძლოა მასში ცვლილებები შევიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები