ევროპის ჩემპიონატი - შერაზადიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - შერაზადიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი შერაზადიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

81 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ფალავანი რუს დანილ დრანოვსკისა და ორელინ ბონფერონსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ ნახევარფინალში შერაზადიშვილი რუს იბრაგიმგაჯი სულეიმანოვთან დამარცხდა.

ლუქსემბურგის ტატამზე გიორგიმ ნახევარფინალამდე სამ მეტოქეს კვიპროსელ ოდისეი გეორგაკის, ბელგიელ ჟარნ დიუკისა და ფინელ ეეტუ იანამიკისს აჯობა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ,რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი მედალია. -60კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები