სოკ-ის გადაწყვეტილება - ჩრდილოეთ კორეას IOC-ის წევრობა 2022 წლის ბოლომდე შეუჩერდა
Aa
Aa

სოკ-ის გადაწყვეტილება - ჩრდილოეთ კორეას IOC-ის წევრობა 2022 წლის ბოლომდე შეუჩერდა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტი ტოკიო-2020-ში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ოლიმპიურ მოძრაობას 2022 წლის ბოლომდე ჩამოაშორა (ჩრდილოეთკორეელ ოლიმპიელთა ტოკიოში ჩაუსვლელობის ფორმალური მიზეზი გახდა კორონავირუსის პანდემია).

„ოლიმპიურ თამაშებში მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას არ უასპარეზია. მათ დაარღვიეს ქარტია, არ შეასრულეს საკუთარი ვალდებულებები. ამიტომაც, ჩრდილოეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2022 წლის ბოლომდე ჩამოშორება გადავწყვიტეთ. IOC იტოვებს უფლებას გადახედოს დისკვალიფიკაციის ვადას. ჩრდილოეთ კორეის ეოკ-ს დისკვალიფიკაციის პერიოდში IOC-ის პროგრამებში ჩართვის  ან მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთკორეელი ათლეტები საკვალიფიკაციო შეჯიბრებების შედეგებით პეკინის ზამთრის თამაშების  საგზურებს მოიპოვებენ, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო  ლიცენზიანტი სპორტსმენების მიმართ მოგვიანებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას." - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვლს უმასპინძლებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები