ლოვრენი პერიშიჩს
Aa
Aa

ლოვრენი პერიშიჩს "ლივერპულში" ეპატიჟება

იმის გამო, რომ ბოლო დროს ბრიტანულ პრესაში ჭორის სახით "ლივერპულის" მხრიდან ივან პერიშიჩის მიმართ ინტერესზე დაიწერა, მერსესაიდელთა ხორვატ მცველ დეიან ლოვრენს, ჟურნალისტები თანამემამულეზე დაეკითხნენ. 

"ისეთ ფეხბურთელს, როგორიც პერიშიჩია, "ლივერპულში" სიამოვნებით მივიღებდი და ასეთ ტრანსფერს ორივე ხელით მივესალმებოდი. ნამდვილად არ ვიცი რამდენად შეესაბამება ის ცნობები თითქოს ჩემი გუნდი ივანითაა დაინტერესებული, თუმცა ასეც რომ იყოს მოხარული ვიქნები". - განაცხადა ლოვრენმა. 

პერიშიჩი "ინტერში" 2015 წლის შემდეგ თამაშობს. მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები