ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი - სარდალაშვილმა ვერცხლი აიღო, ზირაქაშვილი უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი - სარდალაშვილმა ვერცხლი აიღო, ზირაქაშვილი უმედლოდ დარჩა

ლუქსემბურგში, ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველი ფალავანი ფრანგ მეტოქეს, რომა ვალადიე პიკარს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. ფინალამდე, გიორგიმ 4 მოწინააღმდეგეს აჯობა. სარდალაშვილმა ბერძენ გეორგიოს კესიდისს, იტალიელ ჯუზეპე დე ტულიოს, ბელგიელ დენი ალტემიროვს აჯობა და ებრაელ მათან კოკოლაევს სძლია.

დღეს, მედლის მოპოვების შანსი კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტს, თენქო ზირაქაშვილს ჰქონდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ბრინჯაოსთვის გამართული ბრძოლა უკრაინელ იევგენ ჰონჩარკოსთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

ზირაქაშვილმა, რომელიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ნახევარფინალი რუს კანტემირ კოძოვთან წააგო, მანამდე კი 3 მეტოქეს სძლია და იტალიელი ალექსანდრუ კომერცანი, უნგრელი გიორგი ჟათმარი და ნიდერლანდელი დილან ვან დერ კოლკი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები