ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი - ორი მედლის შანსი ლუქსემბურგიდან
Aa
Aa

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი - ორი მედლის შანსი ლუქსემბურგიდან

ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი სარდალიშვილი ფინალში გავიდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ოქროსთვის ბრძოლაში გიორგი სარდალაშვილი ფრანგ რომენ ვალადიერს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ებრაელი მათან კოკოლაევი დაამარცხა.

ლუქსემბურგის ტატამზე გიორგიმ ნახევარფინალამდე სამ მეტოქეს ბერძენ გეორგიოს კესიდისს, იტალიელ ჯუზეპე დე ტულიოსა და ბელგიელ დენი ალტემიროვს აჯობა.

66 კილოში თენგო ზირაქაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს,სადაც უკრაინელ ევგენ ჰოჩარკოს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში კი ქართველმა ფალავანმა რუს კანტემირ კოძოვთან წააგო.

ზირაქაშვილმა ნახევარფინალამდე სამი მეტოქე იტალიელი ალექსანდრუ კომერცანი, უნგრელი გიორგი ჟათმარისი და ნიდერლანდელ დილან ვან დერ კოლკი დაამარცხა.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 19:30 საათზე განახლდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები