Aa
Aa

"ბარსელონამ" კოუტინიოს ტრანსფერში შესაძლოა რაკიტიჩი ჩართოს

"TMW"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელებს, გუნდში "ლივერპულის" ბრაზილიელი შემტევის, ფელიპე კოუტინიოს ხილვა სურთ და ამ გარიგების წარმატებით დასრულებისთვის, მზად არიან რომ ინგლისელებს ფულთან ერთად, ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩიც შესთავაზონ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელებს "ლივერპულთან" მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა კონკრეტული შედეგები ცნობილი ჯერ არ არის.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. "პრემიერლიგის" მიმდინარე სეზონში კოუტინიომ 22 მატჩი ჩაატარა, საიდანაც თავი 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები