მაია ჩიბურდანიძის თასი - ტიტულისთვის ნაკრების წევრებიც იბრძოლებენ
Aa
Aa

მაია ჩიბურდანიძის თასი - ტიტულისთვის ნაკრების წევრებიც იბრძოლებენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში „მაია ჩიბურდანიძის თასი 2021“ გაიხსნა. საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში 8-11 სექტემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ასპარეზობა 2 ტურნირად გაიმართება - ვაჟთა და ქალთა შორის. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 8 ტურად ჩატარდება, დროის კონტროლი - 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ტურნირის საპრიზო ფონდი 32 650 ლარია და მასში საქართველოს ნაკრების წევრები და მოწვეული უცხოელი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში მაყურებელი არ დაიშვება. აღსანიშნავია, რომ 13-16 სექტემბერს თბილისში ასევე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები