„ტაისონს ჰოლიფილდთან ჩხუბის ეშინია, თვლის, რომ ევანდერი დაანოკაუტებს
Aa
Aa

„ტაისონს ჰოლიფილდთან ჩხუბის ეშინია, თვლის, რომ ევანდერი დაანოკაუტებს"

Triller-ის პრეზიდენტმა, რაიან კავანამ, რომელიც მაიკ ტაისონსა და ევანდერ ჰოლიფილდს შორის მორიგი ბრძოლის გამართვაზე მუშაობს, განაცხადა, რომ „რკინის მაიკს“ ნაცნობ მეტოქესთან ჩხუბი არ სურს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მაიკ ტაისონი ლენოქს ლუისთან ჩხუბის გამართვას ცდილობს. სანდო წყაროსგან გავიგეთ, რომ მაიკს ევანდერის წინააღმდეგ ბრძოლის ძალიან ეშინია. ტაისონისთვის საკმაოდ მაღალი ჰონორარი გვქონდა მზად. საუბარია კრივის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ანაზღაურებაზე, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

ახლა, რამდენიმე სანდო წყარომ შეგვატყობინა, რომ ტაისონს ჰოლიფილდთან ბრძოლის ძალიან ეშინია. მაიკი თვლის, რომ ევანდერი მას დაანოკაუტებს“.

ცნობისთვის, ჰოლიფილდმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მზადაა, ტაისონს დაუპირისპირდეს და დასძინა, რომ „რკინის მაიკის“ წარმომადგენლებისგან პასუხს ელოდება, თუმცა როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა. სხვათა შორის, ჰოლიფილდს რინგზე მაინც ვიხილავთ. ევანდერი მომდევნო უქმეებზე იჩხუბებს და ვიტორ ბელფორტს შეხვდება. ბრძოლა 8-რაუნდიანი იქნება და თითოეული რაუნდი 2 წუთს გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები