კლიჩკომ ტაისონი გამოიწვია
Aa
Aa

კლიჩკომ ტაისონი გამოიწვია

სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ მზად არის, ნებისმიერ ტერიტორიაზე ეჩხუბოს WBO-ს ტიტულის აუცილებელ პრეტენდენტს, ბრიტანელ ტაისონ ფიურის.

"აბსოლუტურად ღია ვარ ტაისონ ფიურისთან ბრძოლისთვის და ნებისმიერ ქვეყანაში შევხვდები მას. ახლა ყველაფერი მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. იმედია, შეთანხმებას შევძლებთ და საქმე ვაჭრობამდე არ მივა. 

ფიურის საქციელი? საერთოდ არ მაინტერესებს, რას გააკეთებს ის რინგის მიღმა. მთავარია - რა მოხდება რინგზე. წესები კი აქ ერთნაირია - იქნება ეს ინგლისი თუ რომელიმე სხვა ქვეყანა.

მოუთმენლად ველოდები ამ ბრძოლას. ვფიქრობ, ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა და შეხვედრა სანახაობრივად გაამართლებს. 

რაც შეეხება მეტოქის გაბარიტებს, დიდ ბიჭებთან ჩხუბი გაცილებით მიადვილდება, ვიდრე პატარებთან", - განაცხადა უკრაინელმა ჩემპიონმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები