სებისკვერაძის საოცარი გოლი - საქართველომ ბელარუსი დაამარცხა
Aa
Aa

სებისკვერაძის საოცარი გოლი - საქართველომ ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში ბელარუსის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა ფრედ 1:1, ხოლო დღეს მეორე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრაში გამარჯვების გოლის ავტორი არჩილ სებისკვერაძე გახდა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად პირდაპირ კარისკენ გაუშვა და შედევრის ავტორი გახდა.


მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა და სოლიდური უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია. ბურთის ფლობა 50%-50%-ზე იყო. კარში დარტყმები კი 12:14-ზე.

აქვე გეტყვით, რომ ორივე მატჩი ბათუმში გაიმართა და კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე მაყურებლები შეხვედრებს ვერ დაესწრნენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები