თანამშრომლობის მემორანდუმი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს
Aa
Aa

თანამშრომლობის მემორანდუმი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi"-ში გაიმართა. 

მემორანდუმს სპორტის ,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხრიდან, ხელი პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მხრიდან, პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა მოაწერეს. 

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა. ასევე დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაფინანსების მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 2021 წლის 20 ივლისს შეიქმნა. ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები