El Desmarque - მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება
Aa
Aa

El Desmarque - მამარდაშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება

ესპანურმა გამოცემამ, El Desmarque-მა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ღამურების“ ახალწვეულებსა და ხოსე ბორდალასის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ავტორი გიორგი მამარდაშვილის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართველი გოლკიპერი ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებს.

„ვალენსიამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში ორი ფეხბურთელი გაიფორმა და ბორდალასს ყველა საჭირო ხელსაწყო აქვს, რათა მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გუნდი შეკრას. ამასთან, ღამურებმა სეზონი იმედისმომცემად დაიწყეს და შესაძლო 9-დან 7 ქულა აქვთ. კარლოს სოლერი, ვასი და გედეში ქომაგთა იმედებს ამართლებენ. მესტალიაზე კარგი ფეხბურთი დაბრუნდა და გუნდს ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც აქვს ყველა ხელსაწყო, რათა უმაღლეს დონეზე მეტოქეებს კონკურენცია გაუწიოს. ჯერჯერობით ვალენსიას ახალწვეულთაგან ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ მამარდაშვილმა და ალდერეტემ მოიპოვეს, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში, მათ სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდებიან.

ალავესთან გამართული მატჩის შემდეგ, El Desmarque-მა გადაწყვიტა, შეედგინა სასტარტო შემადგენლობა, რომელსაც ღამურების თავკაცი მომდევნო დღეებში გამოიყენებს. ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დარჩება. მამარდაშვილმა ვალენსიას მიერ მოპოვებულ თითოეულ ქულაში დიდი წვლილი შეიტანა და მის მიერ მოხდენილი გავლენიდან გამომდინარე, მისი სასტარტოს მიღმა დატოვება ურთულესია. სილესენის აჩრდილი ყოველთვის მის გვერდით იქნება, მაგრამ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ბორდალასმა ფიგურები უნდა გადაადგილოს“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩს პამპლონაში „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს. მე-5 ტურში კი „ღამურები“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები