Aa
Aa

"ასეთი ქმედება ციხით უნდა ისჯებოდეს" - მესის ლამის ფეხი მოტეხეს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში არგენტინამ ვენესუელას სტუმრად 3:1 მოუგო. „ალბისელესტემ“ ლაუტარო მარტინესის, ხუაკინ კორეასა და ანხელ კორეას გოლებით მოიგო.

28-ე წუთზე ვენესუელელთა ფეხბურთელმა ალეხანდრო მარტინესმა მესის წინააღმდეგ ზღვარსგადასული უხეშობა გამოავლინა და ლეოს ლამის ფეხი მოტეხა.

კადრების ნახვის დროს რთული დასაჯერებელია, თუ როგორ გადაურჩა მესი უმძიმეს ტრავმას, მაგრამ ფაქტია, რომ ლეომ შეხვედრა პრობლემის გარეშე ჩაატარა.


ამ მომენტს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არგენტინელებმა მარტინესის თამაში ასე შეაფასეს: „სისხლის გამყინავი...“, „ასეთი ქმედება ციხით უნდა ისჯებოდეს“.

„კრიმინალური დარტყმა, რომელსაც შეეძლო მესისთვის ფეხი მოეტეხა“, - წერს არგენტინული Ole.

რა თქმა უნდა, არბიტრმა ვარის გამოყენების შემდეგ მარტინესი მოედნიდან გააძევა.

კომენტატორებმა 2009 წელს ტომაშ უიფალუშის უხეშობა გაიხსენეს, როცა მესიმ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზიანება მიიღო.

საბოლოოდ, „ალბისელესტემ“ სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს. მესი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს (23:00) ბრაზილიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები