გრან პრი - კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას კარგი ასპარეზობა
Aa
Aa

გრან პრი - კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას კარგი ასპარეზობა

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, სტარტი აიღო იუნიორთა შორის გრან პრის მესამე ეტაპმა , რომელშიც მონაწილეობა მიიღო სპორტული წყვილების კატეგორიაში კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ.

ქართველმა წყვილმა სეზონის პირველ, თავის სადებიუტო სტარტზე შეასრულა მოკლე პროგრამა და 8 ქვეყნის 11 სპორტულ წყვილს შორის ჯამური 57 ,64 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

თავისუფალი პროგრამის წინ მხოლოდ 2 რუსი სპორტული წყვილი აღმოჩნდა წინა პოზიციებზე და სწორედ რუს და ქართველ წყვილს მოუწევთ გაარკვიონ ერთმანეთში მედლების გადანაწილების საკითხი.

თავისუფალი პროგრამაის ფინალური ციგურაობა 3 სექტემბერს გაიმართება. იუნორთა გრან პრიზე მონაწილეობას სპორტულ ცეკვებში ასევე ახალბედა წყვილი იულია ბითაძე -ლებედავა და დიმიტრი პარხომენკო მიიღებენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები