„საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებთანაც მითამაშია
Aa
Aa

„საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებთანაც მითამაშია" - დი მარიას ტოპ 5 რონალდუს გარეშე

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ანხელ დი მარიამ 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა მხარდამხარაც უთამაშია. არგენტინელის ტოპ 5-ს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი ბევრმა გააკრიტიკა, რადგან მის რჩეულთა შორის კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა.

დი მარიამ პირველი პოზიცია ლიონელ მესის მიაკუთვნა და ეს მოსალოდნელიც იყო, რასაც მეორეადგილოსანზე ვერ ვიტყვით. „ლა პულგას“ შემდეგ, 33 წლის არგენტინელმა მარკო ვერატი გამოარჩია. დი მარიას თქმით, ვერატი მის გაოცებას ყოველთვის ახერხებს და იგი უმაღლესი დონის მოთამაშეა.

მესისა და ვერატისთან ერთად, დი მარიას სამეულში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვხედავთ. ანხელმა განაცხადა, რომ „იბრა“ თავისი სიმაღლის მიუხედავად, ბურთთან ერთად საოცარ რაღაცებს აკეთებს. რეიტინგში მეოთხე ლუკა მოდრიჩია, ხოლო მეხუთე - ტონი კროოსი.

დი მარიას კრიშტიანუ რონალდუს ტოპ 5-ის მიღმა დატოვების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „შემიძლია, კრიშტიანუ საუკეთესო ხუთეულში შევიყვანო, მაგრამ იგი იმ ფეხბურთელთა კატეგორიიდანაა, რომლებსაც თავისუფალი ზონები სჭირდებათ, მე კი მომწონს მოთამაშეები, რომლებიც ყველაფერს მოედნის მცირე მონაკვეთზე წყვეტენ. ლეო, ვერატი და მოდრიჩი სწორედ ასეთი ფეხბურთელები არიან“.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები