წიტაიშვილი იწყებს - კოსოვოს წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

წიტაიშვილი იწყებს - კოსოვოს წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას დღეს,  ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული რეგულაციებისა და კორონავირუსის გამო, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

ამ ეტაპზე ჩვენი ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია:

ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია, კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მატჩს დანაკლისით ხვდება - ტრავმის გამო სანიოლის განაცხადიდან ხვიჩა კვარაცხელია ამოვარდა, ტრავმის მიზეზით ნაკრებს ვერ დაეხმარება დებიუტანტი, გიორგი ფანცულაიაც. კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ასევე გამოტოვებს საბა ლობჟანიძე, რომელმაც ტრავმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო. ხვიჩას მაგივრად განაცხადს ჩერნომორეცის შემტევი, გიორგი წიტაიშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს გამოძახება ეროვნულ ნაკრებში, სადებიუტოა.

საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები