საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
Aa
Aa

საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს და წერს, რომ დაპირისპირება 24 სექტემბერს შედგება.

მიმდინარე წელს ეს საქართველოის ფუტსალის ნაკრებისთვის პირველი ამხანაგური შეხვედრა არ იქნება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ივნისში ლიეტუვას წინააღმდეგ, მატჩები თბილისში გამართა - პირველი შეხვედრა მოუგო (2-0), ხოლო მეორე მატჩში ფრეს დასჯერდა (2-2).

ამხანაგური მატჩები ევრო 2022-ისთვის მზადებას ემსახურება.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და არსებობის ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 

ფუტსალში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდები უმასპინძლებს. შეხვედრები ამსტერდამის ზიგო დომეს და გრონინგენის მარტინიპლაზას დარბაზებში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კონტინენტის 16 უძლიერესი ნაკრები დაუპირისპირდება.

ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები