UFC-ის განახლებული რეიტინგი - გიგა ჭიკაძე დაწინაურდა
Aa
Aa

UFC-ის განახლებული რეიტინგი - გიგა ჭიკაძე დაწინაურდა

UFC-მ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა და გიგა ჭიკაძე ორი საფეხურით დაწინაურდა. ედსონ ბარბოზასთან ჩხუბამდე „ნინძა“ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მე-10 ადგილს იკავებდა, ბრაზილიელ მებრძოლთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი მე-8 გახლავთ.

გიგამ ბარბოზას წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქე მე-3 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრაზილიელთან გამარჯვების შემდეგ, „ნინძამ“ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია და სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

„ვინ იქნება შემდეგი? დავაფინიშე მებრძოლები, რომლებიც ამ სპორტის ლეგენდები არიან და სატიტულო ბრძოლის მიღება მინდა. სიმართლე გითხრათ, აქ იმიტომ ვარ, რომ საუკეთესო და დიდი სახელის მქონე მებრძოლებს ვეჩხუბო. სატიტულო ბრძოლას ვისურვებდი, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, არის ერთი ჰავაიელი მებრძოლი, რომელიც დივიზიონის პირველი ნომერია და ჩემ შესახებ ყველაფერი იცის. დიახ, საუბარი მაქს ჰოლოუეიზე მაქვს და ამ მომენტს დიდი ხანია ველოდები“, - განაცხადა ჭიკაძემ ედსონთან ბრძოლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ „ნინძას“ UFC-ში 7 ბრძოლა აქვს გამართული და შვიდივე მოიგო. ქართველი მებრძოლის მომდევნო მეტოქის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა გიგას მინიმუმ ტოპ 5-ის წარმომადგენელთან ჩხუბი სურს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები