საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

კალათბურთის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის ცერემონიალი შვეიცარიის დაბა მიესში მდებარე “კალათბურთის სახლში”, ფიბა-ს ოფისში გაიმართა, რომელიც 2018 წელს დაღუპული ფიბა-ს გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის სახელობისაა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა იქნებიან. 

ჯგუფი A  -  სერბეთი; სლოვაკეთოი; ბელგია; ლატვია

ჯგუფი B   -  ბელარუსი ;დიდი ბრიტანეთი ;საბერძნეთი ;თურქეთი

ჯგუფი C  -  ხორვატია ;შვედეთი ;ფინეთი ;სლოვენია

ჯგუფი D  - ისრაეილი ;გერმანია ;ესტონეთი ;პოლონეთი

ჯგუფი E  - საფრანგეთი ;პორტუგალია ;უნგრეთი ;მონტენეგრო

ჯგუფი F - ბოსნია და ჰერცოგოვინა ;ლიეტუვა ;ბულგარეთი ;ჩეხეთი

ჯგუფი G - საქართველო ;ჩრდილოეთ მაკედონია ;ესპანეთი ;უკრაინა

ჯგუფი H  - რუსეთი ;ნიდერლანდები ;ისლანდია ;იტალია

ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რა პრინციპით დაწყვილდებიან, ეს ფიბა-ს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა ფორმატი, დიდი ალბათობით, წინანდელი იქნება: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო  გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.

პირველი ეტაპი

I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;

II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;

III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;

V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;

VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება. 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები