მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი - საქართველოს მეტოქეები 31 აგვისტოს გაირკვევა
Aa
Aa

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი - საქართველოს მეტოქეები 31 აგვისტოს გაირკვევა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 26 ივლისს შეიკრიბა და მთავარ მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან და ასისტენტებთან: მილოშ გლიგორიევიჩთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ანატოლი ბოისასთან და ასევე, ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილთან ერთად, ორჯერადი ვარჯიშები 3-კვირის განმავლობაში ჩაატარა.

ჩვენი ნაკრების მზადება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უკავშირდება, რომლის შეხვედრებიც სტარტს ნოემბრიდან აიღებს. წილისყრა 31 აგვისტოს, შვეიცარიაში გაიმართება.

წილისყრა 32 ნაკრებს 8 ჯგუფში გადანაწილებს. 32 ნაკრებიდან 24 მომავალი ევრობასკეტის მონაწილეა, ხოლო დანარჩენი 8 მიმდინარე თვეში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა:

 სლოვაკეთი, ლატვია, მონტენეგრო, ბელარუსი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია და შვედეთი

ჩატარებული 2 წრის (6 მატჩი) ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ტურნირი 24 გუნდისთვის გაგრძელდება, ხოლო მეოთხეადგილოსანი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

პირველი ეტაპი

2021 წლის 22-30 ნოემბერი;

2022 წლის  21 თებერვალი – 1 მარტი;

2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;

მეორე ეტაპი

2022 წლის 22-30 აგვისტო;

2022 წლის 7-15 ნოემბერი;

2023 წლის 20-28 თებერვალი.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები