პარალიმპიადა: რევაზ ჩიკოიძე ფინალში ტრავმის გამო დამარცხდა
Aa
Aa

პარალიმპიადა: რევაზ ჩიკოიძე ფინალში ტრავმის გამო დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ვაჟთა შორის რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ.) ირანელ მუჰამედ ჰეიროვაზადესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩიკოიძემ აქტიურად დაიწყო და მეტოქეს შიდოც მიაღებინა. ქართველი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ერთ-ერთ მომენტში ფეხის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ოქროს მედალი ირანელს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ჩიკოიძემ პირველ ეტაპზე იაპონელ მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკს გაფრთხილებებით მოუგო და ფინალში გააღწია.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქალთა შორის გამართულ ფინალში ქალდანის (-70 კგ.) მეტოქე ბრაზილიელი ალინა მალდონადო იყო, რომელმაც ვაზარით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები