პარალიმპიადა: ისტორიული მედალი - ინა ქალდანი ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

პარალიმპიადა: ისტორიული მედალი - ინა ქალდანი ფინალში დამარცხდა

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქალთა შორის გამართულ ფინალში ქალდანის (-70 კგ.) მეტოქე ბრაზილიელი ალინა მალდონადო იყო, რომელმაც ვაზარით გაიმარჯვა.

მეტოქემ ინას ილეთის შესრულების საშუალება არ მისცა და დაწინაურების შემდეგ თავს კარგად იცავდა.

ინა ქალდანმა ისტორია დაწერა - ის პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც საჭიდაო სახეობებში ოლიმპიადებსა და პარალიმპიადებზე ფინალში გასვლა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ქალდანმა ჯერ მექსიკელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი ნახევარფინალში მასპინძელთა წარმომადგენელს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები