პარალიმპიადა: ისტორიული შედეგი - ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე ფინალში არიან
Aa
Aa

პარალიმპიადა: ისტორიული შედეგი - ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე ფინალში არიან

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა.

ქალთა შორის ფინალში ბრძოლის უფლება ინა ქალდანმა (-70 კგ.) მოიპოვა, ხოლო ვაჟთა შორის რევაზ ჩიკოიძემ (+100 კგ.).

ქალდანმა ჯერ მექსიკელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი ნახევარფინალში მასპინძელთა წარმომადგენელს სძლია და ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ მალდონადოს დაუპირისპირდება.

ინა ქალდანმა ისტორია დაწერა - ის პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც საჭიდაო სახეობებში ოლიმპიადებსა და პარალიმპიადებზე ფინალში გასვლა მოახერხა.

რაც შეეხება ჩიკოიძეს, მან პირველ ეტაპზე იაპონელ მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკს გაფრთხილებებით მოუგო და ფინალში გააღწია.

ამრიგად, ჩიკოიძეს აქვს შანსი, რომ ისტორიაში მეორე ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი გახდეს, რომელიც ოქროს მედლის მოპოვებას შეძლებს. პირველმა ეს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზვიად გოგოჭურმა შეძლო.

ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები