ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "მსაჯს პენალტის ეპიზოდი უფრო უკეთესად უნდა შეემოწმებინა"

დასრულდა პრემიერ ლიგის მე-3 ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის. შეხვედრამ მეტად დაძაბულად ჩაიარა. საბოლოო ჯამში კი გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი აკმარეს და ქულები გაიყვეს. მატჩის დასრულების შემდეგ, „არისტოკრატების“ თავკაცმა ტომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ტუხელმა?

„ეს ორმაგი სასჯელი იყო. პენალტი პლუს წითელი ბარათი, მაგრამ თუ მსაჯმა ჩათვალა, რომ ასე იყო საჭირო, დავუჯეროთ მას. ზოგადად არ მიყვარს ფეხბურთელის გაძევება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევას არ ეხება, როდესაც ჩემს ფეხბურთელს აგდებენ. არა, არ მიყვარს 45 წუთი ან მეტი 11 10-ის წინააღმდეგ ყურება.

არ ვამბობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ მომეწონა ის, თუ როგორ შეამოწმა მსაჯმა ეპიზოდი. მან მხოლოდ სურათი ნახა და დინამიკა არ შეუმოწმებია. თამაშის შემდეგ, ყველამ ვნახეთ ის ეპიზოდი და ვთვლი, რომ ჯეიმსს ჯერ ბურთი სხეულის სხვა ნაწილზე მოხვდა და შემდეგ ხელზე.

ვიცნობ მსაჯებს, რომლებიც ამაზე პენალტს არ დანიშნავდნენ. კაცის გაგდებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ვისურვებდი, რომ მსაჯს უფრო ფართოდ განეხილა ეპიზოდი და ისე მიეღო გადაწყვეტილება. შესაძლოა მაინც იგივე გადაწყვეტილება მიეღო, არ ვიცი ეს ჩემი საქმე არ არის.

კანტე ტრავმირებულია და „არსენალთან“ თამაში გამოტოვა. მას ტერფი აწუხებს, თუმცა სერიოზული არაფერია. ის უკვე ვარჯიშობს. ვფიქრობ, საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ და 1 ქულა დავიმსახურეთ. ბიჭებმა ყველაფერი იდეალურად გააკეთეს.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 7 ქულა აქვს. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მეორე ადგილს „ჩელსი“ იკავებს. მესამეზე კი „ლივერპულია“. აღსანიშნავია, რომ თავისი შეხვედრა ჯერჯერობით „ტოტენჰემს“ არ ჩაუტარებია. იმ შემთხვევაში, თუ „დეზები“ თავიანთ მატჩს მოიგებენ, 9 ქულით პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებენ.

მომავალი ტური

ტომას ტუხელის გუნდი მომავალ ტურში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 11 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება. რაც შეეხება „ლივერპულს“ მერსისაიდელები 12 სექტემბერს „ლიდსს“ ესტუმრებიან. მატჩი თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები