ფრე ენფილდზე - ლივერპულმა 10-კაციან ჩელსის ვერ მოუგო
Aa
Aa

ფრე ენფილდზე - ლივერპულმა 10-კაციან ჩელსის ვერ მოუგო

დასრულდა პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის. შეხვედრამ მეტად დაძაბულად ჩაიარა. საბოლოო ჯამში კი გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი აკმარეს და ქულები გაიყვეს.

ანგარიში 22-ე წუთზე კაი ჰავერცმა ბრწყინვალე თავური დარტყმით გახსნა. „არისტოკრატები“ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს ტუხელის გუნდის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რის შედეგადაც „ჩელსის“ კარში პენალტი დაინიშნა.

ბურთი კარისკენ მიდიოდა, რა დროსაც რის ჯეიმსს ხელზე მოხვდა. მატჩის არბიტრმა ეპიზოდი მკაცრად შეაფასა და ლონდონელთა ფეხბურთელი მინდვრიდან გააძევა. პენალტი კი ზუსტად მოჰამედ სალაჰმა შეასრულა.

მეორე ტაიმი მერსისაიდელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა კლოპის შეგირდებმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ 1:1 დასრულდა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 7 ქულა აქვს. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მეორე ადგილს „ჩელსი“ იკავებს. მესამეზე კი „ლივერპულია“. აღსანიშნავია, რომ თავისი შეხვედრა ჯერჯერობით „ტოტენჰემს“ არ ჩაუტარებია. იმ შემთხვევაში, თუ „დეზები“ თავიანთ მატჩს მოიგებენ, 9 ქულით პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებენ.

მომავალი ტური

ტომას ტუხელის გუნდი მომავალ ტურში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 11 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება. რაც შეეხება „ლივერპულს“ მერსისაიდელები 12 სექტემბერს „ლიდსს“ ესტუმრებიან. მატჩი თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები