Aa
Aa

"ვფიქრობ, მატჩი კარგად დავიწყეთ" - არტეტა სიტისთან მარცხის შემდეგ

პრემიერ ლიგის მესამე ტურში ლონდონის „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ ესტუმრა, 0:5 დამარცხდა და ზედიზედ მესამე წაგება იწვნია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მეთოფეების“ თავკაცმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა არტეტამ?

„მინდა იმ 3000 გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მანჩესტერში ჩამოფრინდნენ და ასეთ რთულ დღეს გვგულშემატკივრობდნენ. ფეხბურთელებმა ეს იგრძნეს და მატჩის დასრულების შემდეგ მათთან მივიდნენ.

ვფიქრობ, მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დროს სუსტად დავიცავით თავი და გოლი მივიღეთ. სულ მალე მეორე გოლიც მივიღეთ და ვფიქრობ იმ ეპიზოდში ჯარიმა იყო. 35 წუთის შემდეგ 10 კაცით დავრჩით. ასე თამაში უდიდესი რისკია.

ტაიმი 0:3 დასრულდა და მენტალურად ძალიან გაგვიჭირდა. ისეთ მეტოქეს ვხვდებოდით, რომელიც ბურთს იდეალურად აკონტროლებს და მათ წინააღმდეგ 10 ფეხბურთელით თამაში წარმოუდგენლად რთულია. სეზონი ცუდად დავიწყეთ. მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ „არსენალს“ 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. „მეთოფეებმა“ სამ მატჩში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს და 9 გაუშვეს. მომდევნო მატჩს არტეტას გუნდი 11 სექტემბერს, საკუთარ კედლებში „ნორვიჩის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:001-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები