7 ქართველი უეფა-ს ახალ ტურნირზე - კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა
Aa
Aa

7 ქართველი უეფა-ს ახალ ტურნირზე - კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა

თურქეთის ქალაქ სტამბულში უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის 2021-22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ფინალურ ეტაპზე გასული 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა.

წილისყრის შედეგები - ჯგუფები

A ჯგუფი - ლასკ; მაკაბი თელ-ავივი; ალაშკერტი; ჰიკი 

B ჯგუფი - გენტი; პარტიზანი; ფლორა; ანორთოსისი

C ჯგუფი - რომა; ზორია; ცსკა სოფია; ბოდო გლიმტი

D ჯგუფი - ალკმაარი; კლუჟი; იაბლონეცი; რანდერსი

E ჯგუფი - სლავია პრაღა; ფეიენოორდი; უნიონ ბერლინი; მაკაბი ჰაიფა

F ჯგუფი - კოპენჰაგენი; პაოკ; სლოვანი; ლინკოლნი

G ჯგუფი - ტოტენჰემი; რენი; ვიტესი; მურა

H ჯგუფი - ბაზელი; ყარაბაღი; კაირათი; ომონია

ქართველები ჯგუფურ ეტაპზე

ევროპა კონფერენს ლიგის წლევანდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 6 ქართველი ითამაშებს - დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ნიკა კაჭარავა და გიორგი ლორია.

საინტერესო დამთხვევაა, რომ ხოჭოლავას "კოპენჰაგენი", ნინუას პაოკ-ი და კაშია-კანკავას "სლოვანი" ჯგუფში ერთად მოხვდნენ და გიბრალტარულ "ლინკოლნი"-ს დაუპირისპირდებიან.

ჩაკვეტაძის "გენტი" და ლორია-კაჭარავას "ანორთოსისი" ჯგუფში ასევე ერთად არიან და მეტოქეებად "პარტიზანი" და "ფლორა" ჰყავთ.

ევროპა კონფერენს ლიგა 2021-22

1998-99 წლების შემდეგ პირველი სეზონია, როცა ევროპის ერთდროულად 3 ევროტურნირი გაიმართება. ევროპა კონფერენს ლიგის წლევანდელი გათამაშება ისტორიაში პირველია.

როგორც ვხედავთ, ტურნირის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი გავიდა. ჯგუფის პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებენ და ასპარეზობას 1/8 ფინალიდან გააგრძელებენ.

ევროპა კონფერენს ლიგის 2021-22 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა 25 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, "არენა კომბეტარე"-ზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები