პერიშიჩის სანაცვლოდ,
Aa
Aa

პერიშიჩის სანაცვლოდ, "ლივერპული" "ინტერს" 35 მილიონ ევროს სთავაზობს!

"Football Italia"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, საკუთარი გუნდის რიგებში მილანის "ინტერის" თავდამსხმელის, ივან პერიშიჩის ხილვა სურს.

"ნერიაძურის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ ადრე რამდენჯერმე განაცხადა, რომ კლუბი პერიშიჩის გასხვისებას არ აპირებს, თუმცა როგორც ზემოთ ღნიშნული წყარო იუწყება, "მერსისაიდელებმა" "ნერიაძურის" ხელმძღვანელობას ხორვატი ფეხბურთლის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზეს. ასეთ მაცდურ წინადადებაზე კი, მილანელებმა შესაძლოა თანხმობა განაცხადონ.

შეგახსენებთ, რომ 2011-2013 წლებში 28 წლის ხორვატ ფეხბურთელს კლოპი დორტმუნდის "ბორუსიაშიც" წვრთნიდა. შემდეგ კი, პერიშიჩმა სათამაშო დროის სიმცირის გამო "ვოლფსბურგში" გადასვლა არჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები