თიბილაშვილი :
Aa
Aa

თიბილაშვილი : "დღეს მე მეომარი ვარ,დღეს მე შემდგარი ადამიანი ვარ "

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღასანშნავია, რომ ნინო გახდა პირველი ქალი პარასპორტსმენი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელ ჟინ ბიანთან ანგარიშით 7:15 წააგო.

დღეს კი ქართველმა პარამოფარიკავემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა:

„პირველ რიგში მადლობა ,ახლაც ემოციებში ვარ და მინდა ყველაფერი გაგიზიაროთ , მადლობა აურაცხელი მოლოცვებისთვის და გულშემატკივრობისთვის ,ძალიან მიყვარხართ და უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა ეს ჩვენი ყველას გამარჯვებაა და ამ გამარჯვების უკან უამრავი ადამიანი დგას ,ქედს ვიხრი ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის წინაშე ,ჩემი მაესტროები ჩემი გოგონები ,უდიდეს მადლობას გიხდით თქვენ რომ გამზარდეთ ,რომ მასწავლეთ ,დღეს მე მებრძოლი ვარ ,დღეს მე მეომარი ვარ ,დღეს მე შემდგარი ადამიანი ვარ და ეს თქვენი დამსახურებაა ,მინდა თითოეულ მათგანზე სათითაოდ მოგიყვეთ და გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებმაც მე ეს ბედნიერება მაჩუქეს ,მათ ცხოვრება მაჩუქეს ისეთი ცხოვრება რომელსაც ვერც კი ვინატრებდი ,ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ფარიკაობის ოჯახია მალხაზ მესხი ,მერაბ ბაზაძე ,ბაზაძე ბექა ,აჩიკო უგულავა ,გვანცა ზადიშვილი , ირმა ხეცურიანი ,სანდრო ბაზაძე ,დიანა ჯიშიაშვილი და თათია აფციაური . მინდა ირმაზე ვისაუბრო ,რომელიც ნამდვილი გმირია და ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება სიძლიერის და ადამინობის ეტალონი , მან პირველმა დაიწყო და საოცარ ისტორიას წერს ,მან მე და გვანცა გაგვზარდა და დღემდე გვზრდის ,მადლობა შენ რომ გვასწავლე თუ როგორ არ უნდა დავნებებულიყავით ,უღრმესი მადლობა საქართველოს პარასპორტის კომიტეტს ,მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩართულია ჩვენს განვითარებაში ,მადლობა თითოეულ პარასპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომელს ,ყველა ექიმსა თუ მძღოლს , ყველას ვერ ჩამოვთვლი იმდენი ადამიანი დგას ამ ყველაფრის უკან და არ მინდა ვინმე გამომრჩეს ,თითოეული ეს ადამიანი ჩემი ოჯახის წევრია , მადლობა ვახო გოლიჯაშვილო რომ ტრავმირებული ხელი გადამწყვეტ მომენტში ამიმუშავე ,უღრმესი მადლობა ჩემს მშობლებს და ჩემს ოჯახს ,რთული პერიოდის შემდეგ პირველად დავინახე მათ თვალებზე ცრემლები ,ბედნიერების ცრემლები და დამერწმუნეთ ეს ყველანაირ ოქროზე უფრო მნიშვნელოვანია , უღრმესი მადლობა ჩემს ნათესავებს და ჩემს ყველა გულშემატკივარს ,მადლობა ყველა ჩემს მეგობარს . მადლობა ჩემს სიყვარულს ,რომ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში ,რომ დგას ყოველთვის ჩემს გვერდით ,თქვენი ყველას დამსახურებაა ,რომ მე ჩემი პირველი პარაოლიმპიადიდან ვერცხლის მედალი ჩამომაქვს საქართველოში ,მადლობა საქართველო რომ შენი ქვეყნის შვილი ვარ ,ვამაყობ და ბედნიერი ვარ“

პარაძიუდოისტება გამოსვლას ხვალ გააგრძელებენ და საქართველოს სახელით გიორგი ქალდანი გამოვა,რომელიც პირველ შეხვედრაში მერვედფინალში პორტუგალიელ ჯიბრილო იაფას შეხვდება. 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები