კიტეიშვილის შტურმი რთულ ჯგუფში - ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა
Aa
Aa

კიტეიშვილის შტურმი რთულ ჯგუფში - ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა

თურქეთის ქალაქ სტამბულში უეფა-ს ევროპა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ფინალურ ეტაპზე გასული 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა.

წილისყრის შედეგები - ჯგუფები

A ჯგუფი - ლიონი; რეინჯერსი; სპარტა პრაღა; ბრონდბიუ

B ჯგუფი - მონაკო; პსვ; სოსიედადი; შტურმი

C ჯგუფი - ნაპოლი; ლესტერი; სპარტაკი მოსკოვი; ლეგია

D ჯგუფი - ოლიმპიაკოსი; აინტრახტი; ფენერბაჰჩე; ანტვერპენი

E ჯგუფი - ლაციო; ლოკომოტივი მოსკოვი; მარსელი; გალათასარაი

F ჯგუფი - ბრაგა; ცრვენა ზვეზდა; ლუდოგორეცი; მიდტიულანდი

G ჯგუფი - ლევერკუზენი; სელტიკი; ბეტისი; ფერენცვაროში

H ჯგუფი - დინამო ზაგრები; გენკი; ვესტ ჰემი; რაპიდი ვენა

ქართველები ჯგუფურ ეტაპზე

ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე 3 ქართველი ითამაშებს - ოთარ კიტეიშვილი, ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი.

"კიტეს" "შტურმი" საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა და ფრანგულ "მონაკოსთან", ნიდერლანდურ პსვ-სთან და ესპანურ "სოსიედადთან" თამაში მოუწევს. დვალისა და ხარაიშვილის "ფერენცვაროში" კი ჯგუფში გერმანულ "ლევერკუზენთან", შოტლანდიურ "სელტიკთან" და ესპანურ "ბეტისთან" ერთად მოხვდა.

ევროპა ლიგა 2021-22

ევროპა ლიგის ახალი, რიგით მე-13 სეზონი 16 სექტემბრიდან დაიწყება და ეს იქნება ტურნირის ისტორიაში პირველი გათამაშება, რომელზეც სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ იმოქმედებს. უეფა-ს ტურნირებზე ეს წესი 1965 წლიდან მოქმედებდა.

ასევე სიახლეა, რომ ტურნირის ფინალურ ეტაპზე 48-ის ნაცვლად 32 გუნდი ითამაშებს. შესაბამისად, პლეი-ოფში ჯგუფის პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ და ასპარეზობას პირდაპირ 1/8 ფინალიდან გააგრძელებენ. ფინალური შეხვედრა კი 18 მაისს, "სევილიას" საშინაო არენაზე, "რამონ სანჩეს პისხუანზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები